კონფიდენციალურობის პოლიტიკა
განახლების თარიღი: 31 ივლისი, 2024 წელი
თქვენი მომსახურების გამწევი შპს “ფუდლი სფეისი” (ს.კ:445742563) წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.
აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვამუშავებთ და ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. ეს დოკუმენტი და მისი პირობები ვრცელდება Foodly-ის ვებსაიტების, აპლიკაციების, სოციალური მედიის ანგარიშებისა და სხვა სერვისების მნახველებსა (ვიზიტორებსა) და მომხმარებლებზე. თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენება ასევე ექვემდებარება Foodly -ის გამოყენების პირობებს. https://foodly.space/terms-of-service
როგორც რესტორნის დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა Foodly თქვენს პერსონალურ ინფორმაციას უზიარებს მესამე მხარეებს, მათ შორის კვების ობიექტებს და მათ შვილობილ კომპანიებს. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია მესამე მხარემ თქვენგან მიღებული პირადი ინფორმაცია გაგვიზიროს ჩვენ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ მოიცავს რაიმე დათქმას მესამე მხარის მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე და ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და პრაქტიკაზე.
თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტით. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ გამოვიყენებთ, ან არ გავაზიარებთ მიღებულ ინფორმაციას ამ დოკუმენტით განსაზღვრული წესების საწინააღმდეგოდ.
წინამდებარე დოკუმენტზე დათანხმებით, თქვენ ადასტურებთ, Foodly-სთვის მინიჭებულ უფლებას, გამოგიგზავნოთ შეტყობინებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) პლატფორმაზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.
ტერმინებს, რომელიც გამოყენებულია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც წესებსა და პირობებში.
1. ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
1.1. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
1.2. როდესაც თქვენ სტუმრობთ ან იყენებთ ჩვენს სერვისებს ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას პირდაპირ თქვენგან:
1.2.1. პირადი მონაცემები: თქვენი სახელი, გვარი და დაბადების დღე;
1.2.2. საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი, ტელეფონის ნომერი;
1.2.3. შესვლის მონაცემები: ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი მოწყობილობის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებული გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა სტატისტიკა.
1.2.4. ჯავშანის ინფორმაცია: ამჟამინდელი და წარსული ჯავშნის დეტალები; საყვარელი კვების ობიექტები; ჯავშნების აქტივობა და სხვა;
1.2.5. ანგარიშის ინფორმაცია: თქვენი მომხმარებლის ანგარიშის პარამეტრები;
1.2.6. სოციალური მედიის მონაცემები: ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია (სახელი, ასაკი, სქესი, ფოტო და სხვა), რომელიც დაკავშირებულია თქვენი სოციალური მედიის ანგარიშებთან;
1.2.7. ფინანსური ინფორმაცია: როგორიცაა თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალები, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული სერვისების გამოსაყენებლად;
1.2.8. თქვენი კონტაქტები: იმ ადამიანების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც ამატებთ ან აცნობებთ თქვენი ჯავშნებს შესახებ ჩვენი სერვისების მეშვეობით;
1.2.9. თქვენი უპირატესობები:
1.2.10. თქვენი ფოტოები: რომელსაც დაამატებთ / ატვირთავთ პლატფორმაზე;
1.2.11. შეტყობინებები, რომლებსაც გვიგზავნით: ჩვენთან ან კვების ობიექტთან ან სხვა პლატფორმების მეშვეობით, და სხვა მოთხოვნები, რომლებსაც აკეთებთ ჩვენი სერვისებისა და კვების ობიექტების მეშვეობით;
1.2.12. სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოგვაწოდოთ, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აწვდით სხვებს ჩვენი სერვისების მეშვეობით, ან რომლებზეც წვდომას გაწვდით მესამე მხარის პლატფორმების საშუალებით.
2. სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია
2.1. ჩვენ პროაქტიულად არ ვაგროვებთ თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ (სენსიტიურ) პერსონალურ ინფორმაციას. თუმცა, ჩვენი სერვისები მოიცავს ველებს, სადაც შესაძლებელია მონიშნოთ / აირჩიოთ გარკვეული დეტალები თქვენი სასადილო პრიორიტეტების შესახებ, რომელიც ცნობილი იქნება ჩვენთვის ან კვების ობიექტებისთვის და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს სენსიტიურ პირად ინფორმაციად (მაგალითად, ალერგიის ან დიეტური შეზღუდვების შესახებ). ჩვენ არ გავცემთ აღნიშნულ ინფორმაციას მარკეტინგის ან რეკლამირების მიზნით მესამე პირზე.
2.2. გარდა ამისა, ჩვენი სერვისების გარკვეულმა მახასიათებლებმა შეიძლება მოითხოვოს წვდომა თქვენს ზუსტ გეოლოკაციულ ინფორმაციაზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარე პერსონალურ ინფორმაციად. ჩვენ არ ვამუშავებთ ზუსტ გეოლოკაციას თქვენი ნებართვის გაცემის გარეშე.
2.3. სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით წარადგენთ, მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, რომელიც შეგიძლიათ გააუქმოთ ნებისმიერ დროს.
3. უსაფრთხოება და გარანტია
3.1. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჩვენთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვითხოვთ საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად.
3.2. Foodly-ის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
4.1. Foodly მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, Foodly იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების Foodly-სთვის მიწოდების დროს.
4.2. Foodly მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე, თუმცა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ აღნიშნული ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების Foodly-სთვის მიწოდების დროს.
4.3. პლატფორმაზე სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან პლატფორმის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
5. სხვა ვებგვერდის ბმულები
ჩვენი პლატფორმა შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა გვერდებზე გადასასვლელად. თუ თქვენ გამოიყენებთ აღნუშნულ ბმულებს, თქვენ გადამისამართდებით შესაბამის გვერდებზე. დაიმახსოვრეთ, რომ მათი ფუნქციონირება არ გვეხება ჩვენ, ამიტომ გთხოვთ, გადახედოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს და შესაბამისად პასუხს არ ვაგებთ სხვა გვერდების მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრაქტიკაზე.
6. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას. ამიტომ, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ მას. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების განხორციელების თაობაზე.
7. საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და პლატფორმაზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@foodly.space